საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ქვეყნის 12 პრეფექტურაში, სხვადასხვა სუპერმარკეტში, 37 ქურდობა ჩაიდინა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
48 წლის კაცი პოლიციამ მორიგი ქურდობის დროს დააკავა. მოპარული პროდუქცია კი უკან დააბრუნეს. გაირკვა, რომ კაცმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში კიდევ 6 სუპერმარკეტი გაქურდა აჩაიაში, ატიკასა და კორინთიაში.
მის წინააღმდეგ განმეორებით ქურდობის ფაქტზე საქმეა აღძრული.
კომენტარები