ფოტო: Reuters
საბერძნეთში, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.
საბერძნეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ 100 ევროს ოდენობის ჯარიმას დაუწესებენ 60 წელზე უფროსი ასაკის პირებს, რომლებიც ვაქცინას არ გაიკეთებენ. აღნიშნული ზომა 16 იანვრიდან ამოქმედდება.
საბერძნეთის დაახლოებით 11-მილიონიანი მოსახლეობის 63% სრულად ვაქცინირებულია.
„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე და ამიტომ, მათი ვაქცინაცია ამიერიდან სავალდებულო იქნება. 60 წელზე უფროსი ასაკის პირებმა 16 იანვრამდე უნდა მიიღონ ვაქცინის პირველი დოზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ყოველთვიურად 100 ევროს ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა მოუწევთ“, – აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.
კომენტარები