საბერძნეთის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია 40 წლის ქართველი ქალის დაკავების შესახებ, რომელიც ატიკაში ბერძნულ ოჯახებში დიასახლისად მუშაობდა და სახლებს ძარცვავდა.
პოლიციის ცნობით, ნაპოვნია ძვირფასი ნივთები და ძვირფასეულობა. არსებული ინფორმაციით, ქალს 43 ბინის გასაღები და ძვირფასი ქვების დეტექტორი ჰქონდა.
დაკავებული ქართველის ფოტოები და პირადი ინფორმაცია გამოქვეყნდა პროკურატურის შესაბამისი ბრძანების შემდეგ, რადგან ხელისუფლება ეძებს დაზარალებულებს. პროკურატურა ვერ ასახელებს ნაქურდალის ზუსტ რაოდენობას, რადგან მათი ინფორმაციით, ქალმა მათი დიდი ნაწილი უკვე გაყიდა.
“ბერძნული მედიის” ცნობით, კი, ნაპოვნი ნივთების სია ასეთია:
- ორმოცდაათი საათი
- ოქროს სანთებელა
- ორი მოოქროვილი ჯაჭვი
- 22 წყვილი მანჟეტი
- 6 სამაჯური
- 10 საკოლექციო კალამი
- 1 წყვილი საყურე
- მართლმადიდებლური ეკლესიის 7 მოოქროვილი ხატი
- 1 წმინდა სახარება ვერცხლის ყუთში
- 7 საფულე
- 1 ლეპტოპი
- 15 ვიდეოკამერა
- 7 საკოლექციო ხმალი
ჩხრეკისას, ქალს ძვირფასი ნივთების გარდა, იარაღის არსენალიც აღმოჩნდა.
- 3 დასაკეცი დანა
- ნაჯახი
- 2 ცეცხლსასროლი იარაღი
- 2 რევოლვერი
- სხვადასხვა კალიბრის 173 ვაზნა
- 2 ყუთი საჰაერო ტყვიამფრქვევის გრანულები.
პროკურატურა, იარაღის აღმოჩენის შემდეგ, თვლის, რომ ქალს, შესაძლოა, კავშირი ქართული “კანონიერი ქურდების” წევრებთან ჰქონდეს.
კომენტარები