საბერძნეთში ძარცვაში ბრალდებული ორგანიზებული ჯგუფის წევრებიდან ერთი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულის მშობლები ამბობენ, რომ დაკავება გაუგებრობას უკავშირდებოდა.
საქართველოს მოქალაქე გათავისუფლების შემდეგ ოჯახს დაუკავშირდა და უთხრა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებს იცნობდა, მისი კავშირი დანაშაულებებთან კი არ დადასტურდა.
“მოსული იყვნენ და დააკავეს ჩემი ბიჭი, მაგრამ დამტკიცდა, რომ არაფერ შუაში არ იყო. მუშაობს, ცოლ-შვილი ჰყავს, ოჯახშია, მანქანა წაყვანილი ჰყავდათ და გამოატანეს. 13-14 წელია საბერძნეთშია. უკვე ვესაუბრე, თავისუფალია, გამოშვებულია და სახლშია. დაკავების მიზეზად სახელდება ის, რომ დაკავებულებთან კავშირში იყო, ტელეფონთან დარეკვით და რაღაც”, – თქვა გათავისუფლებულის მამამ.
სხვა ბრალდებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არ იცოდნენ რას საქმიანობდნენ მათი ახლობლები საბერძნეთში, თუმცა აღნიშნავენ, რომ ყველა მათგანმა წასვლის გადაწყვეტილება უკიდურესი გაჭირვების გამო მიიღო.
საქმეს ატიკის პროკურატურა სწავლობს, დაკავებულების პოზიცია ამ დრომდე უცნობია.
წყარო – მთავარი
კომენტარები