საბერძნეთის ხელისუფლებამ ჰომოსექსუალ და ბისექსუალ კაცებს სისხლის გაღების უფლება მიანიჭა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა ახალი დოკუმენტი, რომელსაც სისხლის დონორები ავსებენ. ჰომოსექსუალური ურთიერთობები აღარ შედის იმ კრიტერიუმების ჩამონათვალში, რომელიც ადამიანის სისხლის გაღებას უკრძალავს.
აქამდე მოქმედი კანონი უკრძალავდა კაცს სისხლის გაღებას, თუ მას 1977 წლიდან ერთხელ მაინც ჰქონდა სხვა კაცთან სექსუალური კავშირი.
კომენტარები