ათენისა და პირეოსის საავადმყოფოების სამედიცინო მუშაკთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, მატინა პაგონიმ განაცხადა, რომ საბერძნეთში პირბადეების ტარება, სავარაუდოდ, 20 სექტემბრიდან სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ CNN-ის ბერძნული გამოცემა წერს.
პაგონის განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამის დამსახურებით, ივნისის ბოლოს კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი მოქალაქეთა 50%-ს ექნება. აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში კი ეს მაჩვენებელი 75%-ს მიაღწევს.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ 14 მაისს ტურისტული სეზონი გაიხსნება.
ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, საბერძნეთში კორონავირუსი 362 004 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 11 029 ინფიცირებული გარდაიცვალა.
კომენტარები