როგორც ცნობილია, დღეს საბერძნეთში, კორონავირუსის პანდემიის მიზეზით, უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის 800 ევროს ანგარიშებზე ჩაირცხვა იწყება. 800 ევრო ეტაპობრივად ჩაირიცხება 15, 16 და 17 აპრილს თითოეული განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე. – ინფორმაციას georgians.gr ავრცელებს
800 ევრო ეკუთვნით მათ, ვისი სამსახურიც დაიკეტა სახელმწიფოს მითითების საფუძველზე. ასევე, იმ კომპანიების თანამშრომლებს, რომელთა შემოსავლებიც პანდემიის გამო საგრძნობლად დაეცა.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის მთავრობა გეგმავს დახმარების კიდევ ერთ ეტაპს. პრემიერის განცხადებით, 400 ევროს ერთჯერადად მიიღებს 155.000 ადამიანი, რომელიც მინიმუმ 1 წელია, რაც OAED-ში ოფიციალურად არის დარეგისტრირებული, როგორც უმუშევარი. ხოლო იმ ადამიანებს, რომელთა უმუშევრობის დახმარებასაც (კარტა ანერგიას) ვადა გაუვიდა იანვრის, თებერვლის ან მარტის თვეში, თანხის გაცემა 2 თვით გაუხანგრძლივდებათ, ანუ 400 ევრო გადაეცემათ კიდევ ორი თვის მანძილზე.
კომენტარები