“სრულიად საქართველო შეძრა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბავშვები, გარკვეული პერიოდი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყოუშის საბავშვო ბაღში დადიოდნენ. მწუხარებას გამოვთქვამთ, მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს , ახლობლებს,-ასე გამოეხმაურა საბერიოში მომხდარ ტრაგედიას წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია.
საღამოს კი, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის ორგანიზებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, წალენჯიხაში, საოკუპაციო გამყოფ ხაზზე, სანთლებით ხელში პატივი მიაგეს გარდაცვლილ პატარებს. დაგმეს ოკუპაცია და უუნარო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აფახაზეთის მთავრობის სტრუქტურები.
კომენტარები