მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“საბჭოთა კავშირის ხანაში ფილმი არსებობდა სახელწოდებით „41“ (ორმოცდამეერთე). მართლა. მაშინ ამ ფილმმა ძალიან იმოქმედა ჩემზე.
არისტოკრატ მენშევიკ მამაკაცს მდაბიო ბოლშევიკი ქალი შეუყვარდება. ცხოვრებას ასწავლის, ნატიფ სამყაროებზე ესაუბრება, იდეოლოგიური წუმპიდან ამოჰყავს ერთი სიტყვით. ქალი კი ზრუნავს მამაკაცზე, ციებ-ცხელებისგან კურნავს მას, ძალიან კარგი წყვილია, შენც მათი სიყვარულის თანამონაწილე ხდები.
ამ ქალს 40 თეთრგვარდიელი ჰყავს მოკლული.
და დაინახავს ჰორიზონტზე მამაკაცი თავისიანებს და გაიქცევა მათკენ, ქალს უყვირის, გამომყევიო. ბოლშევიკი ქალი კი შაშხანას გადატენის და დააჭედებს შეყვარებულს ზურგში. ორმოცდამეერთე, მაგის დედაც!
და დაიწყებს ქალი ტირილს, გააცნობიერებს ჩადენილს, ჩაიხუტებს მოკლულის თავს და კოცნის და კოცნის მას. უკვე გვიანია.
ბოლშევიკური იდეოლოგია სიყვარულს კლავს.”
კომენტარები