„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ პროექტების მენეჯერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ორგანიზაციის მკვლევარს, ბადრი ოყუჯავას თავს დაესხნენ.
როგორც კანდელაკმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თავდასხმა ვაკეში, მაჭავარიანისა და ბარნოვის ქუჩების კვეთაზე მოხდა.
მისივე თქმით, მომხდარზე უკვე მიმართეს სამართალდამცველებს.
კანდელაკი მომხდარს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.
„უცნობი პირები დაესხნენ თავს. დაახლოებით, 7-10 ადამიანი. საღებავი წაუსვეს, სცემეს და წავიდნენ. ბადრი ამავე დროს აქტივისტიც არის და ეჭვგარეშეა, რომ პოლიტიკური მოტივითაა“,- განაცხადა კანდელაკმა.
კომენტარები