საჩხერის საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცერებული 3 ადამიანი მკურნალობას, ხოლო 38 ადამიანი კარანტინში იმყოფება.
სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ორი მოქალაქე გუშინ საჩხერიდან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შემოიყვანეს სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა.
„სულ კარანტინში 38 ადამიანი გვყავს, ორი მათგანი გუშინ შემოვიდა საჩხერიდან. ყველას მდგომარეობა, ჯერჯერობით, დამაკმაყოფილებელია“
კომენტარები