მისთვის მედიაში კითხვა დასმული არ ყოფილა – ასე ეხმაურება ეკატერინე ტიკარაძე პრემიერის დუმილს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.
“მისთვის მედიაში კითხვა დასმული არ ყოფილა. როდესაც ექნება უშუალო კონტაქტი მედიასთან, ის ამასთან დაკავშირებით ღირსეულ პასუხს გააკეთებს” – ამბობს ტიკარაძე.
ქალბატონო მინისტრო, წალეკა კითხვებმა მედიაც და სოციალური ქსელიც. ვინ დაუშალა მედიასთან კონტაქტი? ბრიფინგი? განცხადება? წერილი?
ეს თავად გითხრათ, მინისტრო, მედიას კითხვა არ დაუსვამს და ასე ჩემით ხომ არ გამოვხტები და ვუპასუხებო? თუ თქვენ მოიგონეთ?
ქორწილი კი არ გვაქვს, მინისტრო, მოსაწვევი რომ გამოვუგზავნოთ, უნდა დავპატიჟოთ და მერე გვიპასუხებს?
კომენტარები