სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი:
,,ირაკლი კობახიძემ თქვა ახლა ბრიფინგზე, გამოკითხვა ჩავატარეთ და დღეს ჩვენი მხარდაჭერა ისეთივეა, როგორც არჩევნებამდე იყოო (ანუ 61%)!
კობახიძე უტიფარი ტყუილების გარეშე რომ ვეღარ წარმოგვიდგენია, ეს ცალკე საკითხია. ახლა სხვა რამე მინდა ვთქვა:
3 კვირაა რუსთაველზე პროტესტი მიდის უწყვეტად, თვითორგანიზებით. ადამიანები მეორე სამსახურად მიიჩნევენ რუსთაველზე გასვლას საღამოობით და იქ გვიანობამდე დარჩენას. ამას დაუმატეთ დღის განმავლობაში ორგანიზებული უამრავი საპროტესტო მსვლელობა, რომლებსაც სხვადასხვა პროფესიისა და ინსტიტუციის ადამიანები აწყობენ. ეს მოძრაობა არ ჩერდება, პირიქით, ფართოვდება და ახალ ჯგუფებს და ძალებს იკრებს.
და სად არიან ქ/ოცნების ამომრჩევლების ამ ფეიკ 61%-ის შემადგენელი ჯგუფები? ხმის მიცემა-არმიცემის ბალანსზე და ზუსტ პროცენტებზე არ ვსაუბრობ ახლა. თუნდაც ისინი, ქ/ოცნება რომ მართლა აირჩიეს, დღეს არიან დემოტივირებულნი, რომ თავიანთი არჩევანი უწყვეტად, განგრძობითად და ზემოდან მითითების გარეშე დაიცვან. აქ არ ვგულისხმობ ერთჯერად მხარდაჭერას ქუჩაში გამოსვლით. ვგულისხმობ პოლიტიკურ უანგარობას. უანგარობა პოლიტიკაში სწორედ იმით გამოიხატება, რომ გამოდიხარ არა იმიტომ, რომ მხარი დაუჭირო ვინმეს, რადგან ასე გაწყობს ან გაიძულეს, არამედ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეგიძლია – სინდისი გკარნახობს ამას.
კი, ჩვენ დღეს გამოვდივართ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეგვიძლია!”
კომენტარები