დღეს, “მთავარმა” გაავრცელა კადრები, როგორ გადაადგილდება ბადრი ესებუა ქუჩებში, შსს მედიას პასუხობს:
“ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ რამდენიმე ტელევიზიის მიერ საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად მიწოდებულ იქნა არასწორი ინფორმაცია. ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის – ბადრი ესებუას ზუგდიდის ქუჩებში თითქოს თავისუფლად გადაადგილება და ამ ინფორმაციის მიზანმიმართული გაყალბება ემსახურება საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას.”
შსს არ ამბობს, სად არის ფოტო გადაღებული, თუმცა, იმდენი მაინდეტიფიცირებელი ნიშანია ფოტოზე, რომ “ალიასთვის” რთული დასადგენი სულაც არ იყო, ფოტო გადაღებულია სენაკის ცენტრში.
შს მინისტრი გომელაური კი, ბათუმში გუშინ სავახშმოდ იყო ჩასული, ყოველ შემთხვევაში თავად ასე თქვა: – “მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი… საჭმელად მივდივარ, მე თქვენ არ გაბარებთ “აჩოტებს” სად ვივლი”
ამ მომენტისათვის, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ გომელაური შს მინისტრია და ბადრი ესებუა კი ძარცვისთვის ძებნილი, მინისტრს და ძებნილს კი ერთი საერთო აქვთ, ჭამა უყვართ!
მანამდე, შს მინისტრმა განაცხადა, რომ პრობლემა არ არის, მძარცველს ერთი თვე ვერ დაიჭერს, ნაკლები, თუ მეტი.
არ არის პრობლემა და ხომ არ მოგვატყუებს…
კომენტარები