ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს:
„ვიღაცეებს ჭმუნვები აქვთ. ეს არ შემოშვება რა პონტიაო. და მაინც, სად ჩამოდიოდა პოზნერი? რას ფიქრობდა, როცა თვითმფრინავში თბილისის თავზე დაფრინავდა? ცხადია ის ფიქრობდა, რომ ჩამოდიოდა სახელმწიფოში, რომელიც მას ფეხქვეშ გაეფინებოდა. ეტა ჟე გრუზია! ესაა ამ ისტორიაში ყველაზე სევდიანი – ჭამა-სმაზე რომ გავახსენდით და არც დაუშვა ერთი წამით, რომ რაიმე რეგულაცია შეეხებოდა მას და მის სტუმრებს. კრემლის პროპაგანდისტი ჩამოდიოდა კომფორტის ზონაში. და ეს მეტყველებს ძალიან კარგად რა ტიპის სახელმწიფო ვართ და რა მოლოდინები აქვთ ჩვენგან. “შემოშვება-არ შემოშვება” ერთია და მეორეა ეს: რა გააკეთეს იმისთვის, რომ აქ ჩამოსვლის სურვილი თავადვე არ ქონოდა? არაფერი. და რა გავაკეთეთ რომ ჩამოსულიყო – ძალიან ბევრი რამ. თამოყვარე სახელმწიფოს წარმომადგენლებს რომ ეთქვათ მისთვის ჩამოდით, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რეგულაციები მოქმედებს; ჩვენი მოქალაქეები სახლებში სხედან. ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ გადაადგილების უფლება 9 საათიდან; ჩვენი თანამოქალაქეებისვის დახურულია რესტორნები საღამოს. ჩვენი მოქალაქეები ვერ იხდიან დაბადების დღეებს, ქორწილებს, ქელეხებს. ჩამოდით, მაგრამ ამ ყველაფერს ვერც თქვენ გააკეთებთ. ვერ გადაიხდით დაბადების დღეს, ვერც რესტორანს დახურავთ და ვერც ქუჩაში ისეირნებთ ღამე, მით უფრო 40 კაცთან ერთად. პოზნერი ჩამოვიდოდა? ცხადია არა. არასდროს ჩამოვიდოდა ქვეყანაში, რომელიც გაწელილი ელარჯისა და „ხაჩაპურის“ ნაცლად კანონის ენით დაელაპარაკებოდა მას. მაგრამ ცხადია, მას არათუ უთხრეს ეს ყველაფერი, არამედ ესკორტი დაახვედრეს, რესტორანი დაუხურეს და დიდი სუფრაც დაახვედრეს კრემლის პროპაგანდისტს.“
კომენტარები