ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია ფეისბუქზე წერს, რომ “მთავარმა არხმა” მისი გამონათქვამი გამოიყენა და სიუჟეტში მისი და სოფი ლორენის ცეკვა შეადარა :
“ჩემ “საყვარელ” არხს -მთავარს- კელი დეგნანის დასაცავი სიუჟეტი გაუკეთებია და ჩემი ფრაზა: “ესენი (იგულისხმება საქართველოში ომის მოსურნე ევროპარლამენტარები და კელი დეგნანი), ისეთივე პოლიტიკოსები არიან, როგორც მე ვარ სოფი ლორენი”- “წარმატებით” გამოუყენებია და სოფი ლორენის და ჩემი ცეკვა შეუდარებია ერთმანეთისთვის.
ჰო და, სწორედ მაქ ვარ მეც! სად ჩემი ცეკვა და სად ლორენის… ზუსტად ისე, როგორც… სად დეგნანი და სად დიპლომატია!…
თქვენ გაიხარეთ, თქვენა! მე ვამბობ და თქვენ მიდასტურებთ!….)))
ისე, რაც უფრო ხშირად გაიმეორებთ კელი დეგნანის მიმართ საზოგადოების მხრიდან დაფიქსირებულ უნდობლობასა და მისი ქვეყნიდან გაძევების მოთხოვნებს, მით უფრო მალე დარწმუნდება ამერიკის სახ.დეპი მისი გაწვევის აუცილებლობაში!
დარწმუნებული ვარ, რომ ეს თქვენც კარგად იცით …
მოკლედ, როგორაა ნათქვამი?! – ღმერთო, მეგობრებისგან დამიცავი, მტრებისგან თავად დავიცავ თავსო….
და მაინც,,,,,,,,,,,,,,,, შინამერიკაში, კელი!”
კომენტარები