პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობის წინ აქცია-პერფორმანსი გამართა.
„გასაგებია, რომ მთელი პასუხისმგებლობა ივანიშვილზეა, თუმცა ხშირად ავიწყდებათ, რომ ეს ქალი ამ ქვეყანაში დასასვენებლად და საპენსიო ასაკის გასატარებლად ჩამოვიდა, პრეზიდენტი არის ერთ-ერთი პასუხისმგებელი შექმნილი სიტუაციაის, რადგან მის მიერ გამოცემულმა დეკრეტებმა ადამიანები შიმშილის პირამდე მიიყვანა.
მოსახლეობის უმეტესი ნაწილი შიმშილობს და მათხოვრობის დაწყების ზღვარზე არიან. ეს ადამიანები საკუთარ თავმოყვარეობას ვერ აბიჯებენ და ქუჩაში ვერ გამოდიან. ხელს ვერ იშვერენ და ვერ იწყებენ ასე მათხოვრობას. შეიძლება ბევრ მათგანს მოუწიოს, მაგრამ ამ წუთში ამ მდგომარეობაში არიან. მე ვარ ახლა მათი ხმა. რასაც ისინი ვერ აკეთებენ, მე გამოვედი და ვაკეთებ. გამოვედი და ვმათხოვრობ. სამათხოვროდ დავჯექი სპეციალურად აქ, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერში ხელისუფლებაა დამნაშავე“
სიტუაციაში გასარკვევად ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
კომენტარები