გარდაცვლილი ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი დაკრძალეს.
19 წლის ფეხბურთელი ვარკეთილის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე ის ვაზისუბნის ეკლესიაში იყო დასვენებული.
შეგახსენებთ, რომ მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტის ინფორმაციით, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.
კომენტარები