საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ პალიასტომის ტბაზე იპოვეს ბიჭი, რომელსაც 23 დღე ეძებდნენ.
ფოთში 24 წლის გოგა თავბერიძეს 4 იანვრიდან ეძებდნენ. ის სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ოჯახი მას 23 დღის განმავლობაში ეძებდა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები