ჟურნალისტი, ავთო დვალიშვილი:
“სად იყო ესპანეთი, ჩვენ რომ მოვტვინეთ ეს ყველაფერი…? ესპანეთის მაგალითი რომ მოგვყავს, ჩვეულებრივ ვირუსად გამოცხადდა კორონაო….
ჩვენთან, ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ მასე არ ვართ…? ახლა სწავლა იწყება სკოლებში, საბავშვო ბაღებში, მალე უმაღლესებშიც…
ჩვეულებრივ დავდივართ რესტორნებში, კაფე-ბარებში… ოჯახებში ვიკრიბებით, ვქეიფობთ…
რა პირობებშია ზუსტად პირბადის ტარება სავალადებულო, არავის ახსოვს, არავინ სთხოვს არავის პასუხს და იმიტომ…
თვალებამდე პირბადით შეფუთული რომ დავდივარ ქუჩაში და ტრანსპორტში, ვიღაცეებს ვატყობ სახეზე ფიქრობენ- ნეტა შენ მოგცლიაო… ჩამოიწიე ცხვირზე, ან ჩემსავით ნიკაპამდე და წესიერად ისუნთქეო… სანიტაიზერს რომ დავაძრობ ხოლმე, საერთოდ….
რაღა დაგიმალოთ და ადამიანურ ურთიერთობებს მეც ვეღარ ველევი… ვცდილობ მხოლოდ ჩემი მეგობრების წრეში, ზოგჯერ მაინც განვიტვირთო…:)
მეტი კი არაფერი ქნა ესპანეთმა… იმით არიან წინ მხოლოდ, რომ მოსახლეობის 80% აცრილია…”
კომენტარები