ადვოკატი, მარი შათირიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღეს უფრო მძაფრსიუჟეტიან მოსაზრებებს ველოდი მედიით, მაგრამ შეგვრჩა სრული უაზრობა – გმირი ავთანდილ გალდავა, გაუჩინარებული ყაჩაღი და წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაცია.
მეგობრებო!
1. ავთო გალდავა არავითარი გმირი არ არის. ის არის კეთილსინდისიერი პოლიციელი, რომელმაც წარმატებით შეასრულა თავისი პროფესიული მოვალეობა და ამისათვის რესპექტ! რომის პაპზე დიდი კათოლიკები ნუ გახდებით!
2. გაუჩინარებული ყაჩაღი – 21-ე საუკუნეში ადამიანები არ უჩინარდებიან. ბოლოს და ბოლოს, არსებობს დრონები და სხვა სპეციალური ტექნიკა, თუ ღამე ტყე-ღრეში ბოდიალი გეზარება! და გინდაც იპოვონ, რა პრობლემაა? ნახევარი მილიონი რომ მისცა, ჩემი და თქვენი უამრავი ნაცნობი უპრობლემოდ ჩაჯდება, მოიხდის ორციფრიანს, ვადამდე აუცილებლად გათავისუფლდება და იცხოვრებს ტკბილად და ბედნიერად ალალი შრომით მოპოვებული ნახევარი მილიონით!
3. და მთავარი – სად იყო სპეცოპერაცია?! მე არ დამინახავს. ჩიტმა წაიღო? ჰაერმა?! ნახვამდის!”
კომენტარები