ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“ამ წუთას დამირეკეს სამეგრელოდან, სოფელ ქალაღალიდან. ეს არის სოფელი, რომელიც პირდაპირ ესაზღვრება ოკუპაციის ხაზს და სადაც სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.
სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ ვწვდებით პატრულირებით რესურსის არქონის გამო სამეგრელოს სოფლებს, არადა, ორკები იქაც ძალიან აქტიურობენ.
ორკები ძაღლით გადმოვიდნენ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოსულები არიან სახლთან ახლოს და ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფებენ ერთ-ერთ ოჯახს, კერძოდ ქალბატონ ლალი როსტოვაიას.
როგორც კი მოვახდენთ რესურსის მობილიზებას აუცილებლად ჩავალთ და შევეცდებით პატრულირების სქემის დანერგვას თუნდაც კონკრეტულად ამ სოფლის მიდამოებში.
რას აკეთებს პოლიცია ამ დროს? არასდროს ჩადის იქ და ერთი ერთზე ჰყავს შეტოვებული ეს და სხვა ოჯახები ოკუპანტთან.
ეს ქალბატონი არაერთხელ ჰყოლიათ ოკუპანტებს გატაცებული და არაერთხელ დამუქრებიან ორკები გატაცებით და ფიზიკური ზემოქმედებით.
ამ ყველაფერს ამ ქალბატონის ნებართვით ვწერ. ის მზად არის, ტელეკამერებთან ისაუბროს, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ ინტერვიუს გამო მას ორკები პირდაპირ ემუქრებოდნენ.
ჩვენ აუცილებლად მალე სამეგრელოშიც დავიწყებთ პატრულირებას.
ხო, სულ დამავიწყდა, ეს ჭურვი ჩვენი საცდელი პატრულირების დროს აღმოვაჩინეთ ოკუპირებული აფხაზეთის მიმდებარედ ერთ-ერთ სოფელში.”
კომენტარები