მწერალი, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი:
“ვუსმენ დღევანდელ გამომომსვლებს, როგორც ეკლესიის მოღვაწეებს ასევე საზოგადოებისა თუ პოლიტიკური სფეროების წარმომადგენლებს, მათი პათოსი და რიხი, თითქოს ილაშქრებენ და მოგვიწოდებენ ჩვენც გალაშქრებისკენ ღირებულებებისა და სიღრმისეული აზროვნების გამანადგურებელთა წინააღმდეგ – მესმის მაღალფარდოვანი ფრაზები ქართული თვითმყობადობისა და კულტურის მოქომაგეობისა და მოწოდება ყოველივე ქართულის დაცვისკენ – ეს ცრუ შემართებაა, სინამდვილეში, ეს ყველაფერი ლაყაფია და მეტი არაფერი, ეგ არის მხოლოდ საკუთარი სფეროსა და იდეოლოგიის პოპულარიზაცია, სხვა ზოგადი, ერის წიაღიდან ამოზიდული ზოგადსაკაცობრიო არც ნაწარმოები აინტერესებთ და არც ნახატი, არც მუსიკა და ხელოვნების არცერთი დარგი…
ლიბერალები კი მიზანმიმართულად და გეგმაზომიერებით მოქმედებენ, “ნაღვაწსაც” უფრთხილდებიან და გაუბრალოების ფილოსოფიას, ღირებულებების ზედმეტობის არსებობას კიდევაც ამკვიდრებენ, ყოველივე ფასეულს ნაბიჯ ნაბიჯ ძირს უთხრიან ე. წ. ზემოთ მოხსენიებულ “ლომგულთა” იდეოლოგიას, ეროვნულ ფუძეს არყევენ და ავიწროებენ და, იცით, რატომ აღწევენ ამას?..
ერთ მაგალითს გეტყვით, არ ჩამითვალოთ განდიდებისა და პრეტენზიულობის მცდელობად, მერწმუნეთ, ერთი უბრალო ქართველი მართლმადიდებელი, მწერალი და ცოდვილი კაცი გახლავართ, მაგრამ უფლის შეწევნით შევძელი და უახლოეს წარსულში შევქმენი რომანი “ანატორი”, გავაცოცხლე მაგალითი უდიდესი გმირობისა პირიქეთ ხევსურებისა და, შედეგი?.. მეექვსე თვეა ამ რომანმა დღის სინათლე იხილა და ისე გამოვიდა, თითქოს ჩემთვის დავწერე, დიახ, მხოლოდ ჩემთვის და რამდენიმე ჭეშმარიტი მკითხველისთვის შევქმენი, თორემ, სად ხართ სიღრმისეული აზროვნებისა და ქართული ღირებულებების მქადაგებელნო, სად იბუჩქებით, სად იკვანჩხებით, მოვიდა ლიბერალები და ხომ გაგაერთსქესიანათ, ხომ გადაგაგვარათ?! ცრუ და ყალბი პათოსია თქვენი ეროვნულობა, თვითმყოფადობა და ღირებულებებისთვის ენის ტარტარი, თქვენ საქმით ყველა ლიბერასტული ფრთის ნაერთნი ხართ, სიტყვით კი ყალბნი…
ღირებულება საქმით უნდა დაიცვათ და გაითავისოთ, სხვაგვარად ლიბერასტების მაპროვოცირებლები გამოდიხართ, გასაგებია?..”
კომენტარები