ფოტო – ბათუმელები
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს კორონავირუსზე ეჭვის შემთხვევაში დროულად მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს.
სამინისტრო აქვეყნებს აჭარაში იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც ამბულატორიულად უსიმპტომო და სიმპტომიანი პაციენტების კვლევა ხდება COVID 19 -ზე სწრაფი ანტიგენით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – PCR კვლევაც.
რა შემთხვევაში ტარდება PCR კვლევა უფასოდ? – აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „თუ მოქალაქეს აქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები [სიცხე, გემოსა და ყნოსვის დაკარგვა და სხვა], ამ შემთხვევაში პირველ რიგში უკეთდება სწრაფი ტესტი და თუ პასუხი იქნება უარყოფითი, ამ შემთხვევაში მას უტარებენ PCR კვლევასაც. შესაბამის გადაწყვეტილებას სამედიცინო დაწესებულება ადგილზე იღებს“.დაწესებულებები, სადაც სწრაფი ანტიგენით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში PCR კვლევები ტარდება
ბათუმი
- შპს „ქ.ბათუმის N1 პოლიკლინიკა“ ; მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2; ტელ: (0422) 27-40-08
- შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“; მის: ბარათაშვილის ქ.N30; ტელ: (0422) 21-70-01
- სს „საზღვაო ჰოსპიტალი“; მის: მელიქიშვილის ქ.N102; ტელ: (0422) 29-34-43
- სს „ევექსის კლინიკები’’ – ბათუმის პოლიკლინიკა; მის: სელიმ ხიმშიაშვილის #20; ტელ: 032 2 55 05 05
- შპს „ქ.ბათუმის N4 პოლიკლინიკა“; მის: ტაბიძის ქ. N 7; ტელ: (0422) 240503
- შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი”; მის: ტბეთის ქ.N4; ტელ: (0422) 25-20-03
ქობულეთი
- „ბომონდი“ ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო; მის: 26 მაისის ქ. # 2; ტელ:596 42 24 22
- სს „ევექსის ჰოსპიტლები“ – ქობულეთის სამედიცინო ცენტრი; მის: ქობულეთი, აბაშიძის ქ.18; ცხელი ხაზი: +995322600600; ცხელი ხაზი: +995322550505
- ქობულეთის ჰოსპიტალი – ევექსი; მის: ქობულეთი, აბაშიძის ქ.18; ტელ: 032 2 600 600
ხელვაჩაური
- შპს „ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი”; მის: ფრიდონ ხალვაშის გამზირი ქ.#7; ტელ: (0422) 25-87-01
ქედა
- სს ,,ევექსის კლინიკები“ – ქედის კლინიკა; დაბა ქედა, რუსთაველის ქ. 14; ტელ: 032 2 55 05 05
შუახევი
- სს „ევექსის ჰოსპიტლები“ – შუახევის ჰოსპიტალი; მის: დაბა შუახევი, რუსთაველის ქ.№32; ტელ: 032 2 55 05 05
ხულო
- სს „ევექსის კლინიკები“ – ხულოს კლინიკა; მის: ხულო, აღმაშენებლის ქ. 1; ტელ: 032 2 55 05 05
კომენტარები