მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე:
“2001-2020 წლებში შვეიცარიაში ვცხოვრობდით.
2015 წლამდე შვეიცარიაში ვალდებულება იყო რომ ყველა ახლადაშენებულ სახლს (კერძოსაც და კორპუსსაც) თავისი თავშესაფარი უნდა ჰქონოდა, რომელსაც ატომური იარაღისგან უნდა დაეცვა მაცხოვრებლები.
2008 წელს ომის დროს საქართველოში ვიყავით მთელი ოჯახი, უფრო ზუსტად კი ჩავრჩით- ავტოვაარიის გამო ჩემმა ვაჟმა და მეუღლემ ხერხემლის დაზიანებები მიიღეს და კორსეტებში “ჩასვეს”. ვეღარ გავფრინდით უკან შევიცარიაში.
9 თუ 10 აგვისტო იყო აფეთქების ხმა გავიგეთ და სადღაც თბილისი ზღვის რაიონში ავარდნილი ცეცხლისა და კვამლის სვეტი დავინახეთ აივნიდან.
მაშინ დავიწყე ძიება – სად იყო ჩვენი რაიონის თავშესაფარი რომ თბილისი დაბობმვის შემთხვევაში თავი შეგვეფარებინა. აღმოჩნდა რომ თბილისი საერთოდ არ იყო მზად საჰაერო თავდასხმისთვის.
მას მერე 14 წელი გავიდა. რა გაკეთდა თბილისისა და სხვა დიდი ქალქების საჰაერო თავდაცვის მიმართულებით? ვინ აგებს პასუხს სამოქალაქო თავდაცვაზე? სად უნდა შეაფაროს ხალხმა თავი თბილისის (ან ბათუმის, ქუთაისის, გორის და ა.შ.) დაბობმვის შემთხვევაში? არსებობს თუ არა შეტყობინების სისტემა ე.წ. “სირენა” როგორიც გუშინ კიევში ჩაირთო?”
კომენტარები