დღეს სადამკვირვებლო ორგანიზაციები – კოალიცია “ჩემი ხმა”, საია და “სამართლიანი არჩევნები” პრეზიდენტთან საჯარო შეხვედრას გამართავენ და კენჭისყრის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ სალომე ზურაბიშვილს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
შეხვედრაზე დამკვირვებლები პირადად ისაუბრებენ იმ ფაქტებზე რაც არჩევნებზე დაკვირვების პროცესში გამოავლინეს და საკუთარ სადამკვირვებლო გამოცდილების შედეგებს პრეზიდენტს გაუზიარებენ.
შეხვედრა პარასკევს, 19:00 საათზე, სასტუმრო “პულმან თბილისი აქსის თაუერში” გაიმართება.
კომენტარები