• რეკლამა
  • კონტაქტი
11:44, შაბათი, 24 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სადაც არ უნდა წააჭრა, ყველგან შეგიძლია წააჭრა”

ალია ავტორი - ალია
17:56 10-12-2020
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ჟურნალისტი, ბექა ქავთარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“მომავლის ქრონიკა:

2020 წელი.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ტრადიციულად დაარგიებენ კარტოფილს და დაპირებებს.

არჩევნებს მოიგებს ისევ ის ვინც მეტ კარტოფილს და მეტ დაპირებას დაარიგებს.

ნაკლები კარტოფილის და დაპირების დამრიგებლები გადაინაცვლებენ პარლამენტის წინ და დაიწყება აქციები. დასრულდება 31 დეკემბერს გრანდიოზული საახალწლო კონცერტით.

2021 წელი.

5 მარტს ბაია პატარაია პარლამენტში გამოვა ინიციატივით, რომ კანონი მიშტერების შესახებ დამძიმდეს და დაემატოს სასჯელად კასტრაცია,

განსაკუთრებით ახლომანძილიდან მიშტერებისთვის.

პროექტს ქალური სოლიდარობის გამო მხარს დაუჭერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი – “სადაც არ უნდა წააჭრა ყველგან შეგიძლია წააჭრა” – მოგვიანებით პრეზიდენტის პრესამსახური განმარტავს რომ ქ.ბ სალომე სულ სხვა რამეს გულისხმობდა.

ბაია პატარაიას ინიცატივა და კანონპროქტი ჩავარდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გაანთავისუფლებს ვლადიმერ ვაისს დაკავებული თანამდებობიდან.

მის ნაცვლად ნაკრებს ირაკლი თალაკვაძე უთავკაცებს.

2022 წელი.

გაურკველ ვითარებაში გაუჩინარდება ვლადიმერ პუტინი (ამინ).

მის ადგილს დაიკავებს დიმიტრი მედვედევი და არც არაფერი შეიცვლება.

აზარებაიჯანი დაიკავებს ყარაბახს და ისევ დაკარგავს.

19 აგვისტოს ლიკვიდირებული იქნება აისისის ბოლო ტერორისტი.

მას მაშინ მიაგნებენ ამერიკელი ჯარისკაცები როცა ის ტუალეტში სპორტული ჟურნალის კითხვით იქნება გართული.

2023 წელი.

ეთერში გავა მიხეილ სააკაშვილის პირველი Live

MihaTv.ge -ზე.

სადაც ის კიდევ ერთხელ დაიმუქრება ზღვის გადმოცურვით თუმცა კლიმატის გაუარესების გამო თავს შეიკავებს.

გირჩის ინიციატივით პარლამენტი მიიღებს კანონს და პროსტიტუცია გახდება ლეგალური.

სხეულით მოვაჭრენი იძულებულები გახდებიან საკასო აპარატები და ტერმინალი დაიდგან.

adjarasport Tv დან გაანთავისუფლებენ კომენტატორებს.

ნაცვლად ამისა შემოგვთავაზებენ რეპორტაჟებს სუბტიტრებით.

2028 წელი

წინასაარჩევნოდ გირჩი მოსახლეობას დაურიგებს მარიხუანას.

საქართველოს პარლამეტში უმრავლესობით შედის პატია გირჩი.

საქართველო ცხადდება თავისუფლების კუნძულად აღმოსავლეთ ევროპაში.

2029 წელი.

საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 30% ით

აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანმხდენენ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

მომევნო დღეს რუსმა სამშვიდობოებმა ცეცხლი გაუხსნენს აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს და მომხდარი სომხებს დააბრალეს.

2030 ბრაზილიასა და არგენტინაში სიღარიბე ყოველგავარ საზღვარს ცდება.

საქართველო გამოთქვამს მზაობას და 500 000 არგენტინელისა და 500 000 ბრაზილელს ქვეყანაში შეიფარებს. მომდევნო წელს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდება. ხალხის სიხარულს საზღვარი არ აქვს.

2031 წელი

ბაია პატარაია პარლამენტში გამოვა განახლებული ინიციატივით – კანონი მიშტერების შესახებ დამძიმდეს და სასჯელად განესაზღვროს კასტრაცია. (პროექტი ჩავარდება)

აგვისტო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება იწყებენ ქუჩის აქციებს – “ყველას მინუს ერთი”.

ქართული მარში მართავს კონტრაქციას და მოითხოვენ დაისაჯონ დამნაშავეები და “@იდარასტები”.

2037 წელი

მიშა სააკაშვილი ბოლოჯერ აანონებს ზღვის გადმოცურვას.

2038 წელი

აღინიშნება ბადრი შუბლაძისა და გრიშა ონიანის შერიგების ეროვნული დღესასწაული – ცაში გაუშვებენ თეთრ მტრედებს.

2039 წელი.

ბაია პატარაია ჩრდილო კორეის კასტრაციის მინისტრი და იმპერიის პირველი კასტრატორი ქალი ხდება.

2043 წელი

საქართველო ხდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

2045 წელი….

ნიკა მაჭუტაძე ხდება საქართველოს სრულუფლებიანი და საპატიო ყალიბი, ბრიტანეთის პრეზერვატივების ქარხანაში….”

თეგები: ბექა ქავთარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved