ჟურნალისტი, ვიკა ბუკია:
“გუშინ ტელეფონი დამიჯდა და ვერ გამოვიძახე აპლიკაციით ტაქსი. ამიტომ გავაჩერე და ჩავჯექი. მეკეთა პირბადე და სათვალე. ვერაფრით მიცნობდა მძღოლი. აი, ასე ვზივარ ჩემთვის ჩუმად; არც თემამ მოიტანა და არაფერმა, რომ ეს მძღოლი თავისი ინიციატივით მეუბნება ერთ გოგოზე (არ დავწერ შეგნებულად მის სახელს რომ არ დავზაფრო) ერის სირცხვილიაო. ანათემას უნდა გადავცეთ ეგეთებიო და სადაც ვნახავ იმ საქონელსო იქ უნდა მივაყენო შეურაცხყოფაო. ძალიან ავღელდი. ეგ არარააობაო. ამას ამბობდა თან ღმერთის სახელით. ხატები ეკიდა ყველგან. კიდევ თქვა რაღაცეები, მაგრამ არ მახსოვს, უკვე მეც ვწიკვინებდი. მე მოვაწყვე ლამის ისტერიკა, ვუთხარი რომ პატრულს გამოვიძახებ და მუქარისთვის ვაგებინებ პასუხს.
მანქანიდან გადავხტი ისე, ვერც ფოტო გადავუღე, ვერც ნომერი დავიმახსოვრე. ძალიან აჭრილი ვიყავი. მაგრამ რა არის აქ მთავარი: ეს ეპიზოდიც ცხადყოფს რა უშვებელი ზიზღი მოითითხნა სახელმწიფომ ვიღაც თუნგების დახმარებით. საშიშია ეს ქვეყანა. და იმ გოგოზეც ვნერვიულობ ძალიან ახლა. მით უფრო დღევანდელი ამბის მერე, იმ კაცის ნომერს კი მივაგნებ ზოვრეთის ქუჩის კამერებიდან. მაგრამ აქვს აზრი? აი, აზრი? გეკითხებით.”
კომენტარები