მექსიკის, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ნარკოკარტელის დაჯგუფებებმა დაანონსეს, რომ ისინი წყვეტენ ჰეროინის, მეტამფეტამინის და კოკაინის წარმოებას. მათი თქმით, უკვე დაიწყეს უფრო „ მომგებიანი ნარკოტიკის წარმოება„ რომელსაც უწოდებენ „ხელის სადეზინფექციო საშუალებას“.
გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოკარტელები უკვე ძალზე მალე სრულად გადააწყობენ თავის საწარმოო რესურს სადეზინფექციო სითხეებისა და ხელის გასასუფთავებელი პრეპარატების დამზადებაზე. მათი დაჯგუფების ლიდერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო ნარკოტიკებზე მოთხოვნა კატასტროფულად შემცირდა, რადგან ხალხი იზოლაციაში იმყოფება, სადეზინფექციო ხსნარების საკმარისი რაოდენობით კი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეებს.
„ეს ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია ამჟამად ქუჩაში. ყველას უნდა მისი შეძენა – ბებიებს, დიასახლისებს, სკოლის მოსწავლეებს. აღნიშნული პროდუქტი თავიდან უფასოდ გაიცემა, თუმცა ამის შემდეგ იგი ფასიანი გახდება ძლიერი მოთხოვნის გამო“ – განაცხადა ერთ-ერთმა დილერმა.
ნიუპოსტი
კომენტარები