სადღაც უკან რომ ფერი [გამოვიდა], ეს როგორაა ხმის ფარულობის დარღვევა? – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საუბრობს და კვლავ ირწმუნება, რომ 26 ოქტომბერს ამომრჩევლის ხმის ფარულობა არ დარღვეულა.
“კაბინიდან როდესაც გამოვიდა ამომრჩეველი და ამ დროს, ჩვენ შეთავაზებული გვქონდა ამომრჩევლისთვის სპეციალური ჩარჩო ფორმა, რომელშიც თავსდებოდა ამობრუნებული სახით ბიულეტენი და ზუსტად ეს ამობრუნებული სახით მოთავსებაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციის გათვალისწინებით უზრუნველვყავით, რომ კიდევ დამატებით ინსტიტუციას მოეფიქრებინა და გადაწყვეტა ჰქონოდა ფარულობის მაქსიმალურ გადაზღვევასთან მიმართებაში და არა სახით, არამედ გადმობრუნებული სახით ბიულეტენი თავსდებოდა სპეციალურ ჩარჩო ფორმაში, რომელშიც მისი სრულყოფილად მოთავსებისა და შემდეგ აპარატში მისი მოთავსების შემთხვევაში, ვერ მოხდებოდა თუნდაც, უკანა მხარეზე გამოჟონილი მარკერის ფერის იდენტიფიცირება.
თუმცა, სულ რომ ის, რაც წუხილად არის წარმოჩენილი, რომ თითქოს ეს ჩანდა და არავინ არ უარყოფს, რომ შესაძლოა, ეს ჩანდა, მათ შორის, არაერთი კადრი გვინახავს ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის კენჭისყრის დღეს კომისიებმაც ეს ყველაფერი ნახეს, თუ ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს არჩევანი არის ხელმისაწვდომი ვინმესთვის.
[…]
კონსტიტუციური პრინციპი რა არის? ხმის ფარულობა და უკან რომ სადღაც ფერმა გამოიტანა და გამოკვეთა ეს როგორ ნიშნავს ხმის ფარულობის [დარღვევას] როდესაც იქ იდენტიფიცირებადი არ არის X, Z თუ რომელ სუბიექტს მიეცა ხმა? ან ვინ გაზომა, ვინ საიდან იცის რომელ კონკრეტულ სუბიექტს მიეცა ხმა?” – ამბობს კალანდარიშვილი.
კომენტარები