ჟურნალისტი, თამო კეშელავა:
“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვისაც სროლა უნდა და იარაღი, მას ისედაც შეუძლია იარაღი იყიდოს, იქონიოს უკანონოდ. ერთი კი არა, რამდენიმე და მას ამაში კანონი ხელს ვერ შეუშლის.
გუშინდელ შემთხვევას არ ვგულისხმობ, ზოგადად, სად გაგიგიათ კრიმინალს ჰქონდეს კანონიერად გაფორმებული იარაღი?
სადმე გინახავთ ქილერს ვერ ეშოვოს იარაღი, იმიტომ რომ აკრძალულია მისი ქონა?
სადმე გინახავთ, ვინმე მიდიოდეს კაცის მოსაკლავად ოფიციალურად გაფორმებული იარაღით? არ ვგულისხმობ აფექტს.
იარაღის ამოღების როდის ეშინია კაცს, თუ მას სიცოცხლე რამედ უღირს? როცა იცის, რომ მეორე მხარესაც ექნება იარაღი.
იარაღის ტარებას უკრძალავენ კანონმორჩილ მოქალაქეებს, თორემ, როდის იყო კრიმინალი კანონს ემორჩილებოდა?
კანონს ვინც ემორჩილება, ის დადის უიარაღოდ.
კი, კრიმინალმა უნდა იცოდეს, რომ შეიძლება კანონმორჩილ მოქალაქესაც ჰქონდეს იარაღი და დაიცვას თავი.
ერთადერთი რაც გართულდება, იქნება ის, რომ გამოძიებას მეტი შრომა მოუწევს თავდაცვის საჭიროების დასადგენად. – ვსაუბრობ ჩვენ ჩამოშლილ საგამოძიებო სისტემაზე, თორემ, ნორმალურად აწყობილ სისტემას არაფერიც არ გაუჭირდება.
და საერთოდ რა არის იარაღი?
განა არ შეიძლება ადამიანი შეშის ნაჭერით მოკლა? ან საწამლავით?
რატომ იკრძალება ის იარაღი, რომელიც ყველაზე ეფექტურია თავდასაცავად?
ისრაელი რომ მოგყავთ ხოლმე მაგალითად, იქაც მხოლოდ კრიმინალებს აქვთ იარაღი, თუ იცით?
ჩემი ხმა ცეცხლსასროლი იარაღის ქონის უფლებას!
ჩემი ხმა თანაბარ უფლებებს და თავის, სიცოცხლის, ოჯახის, ოკუპირებული ქვეყნის მიწის დაცვის უფლებას!”
კომენტარები