გონიო-კვარიათის სანაპიროზე – ბათუმის მერია სეზონური ჯიხურებისა და ბუნგალოების დაშლას ცდილობს.
ობიექტის მეპატრონეები და თანამშრომლები ამბობენ, რომ ადგილზე კანონიერად მუშაობენ, მერია კი მათ შემოსავლის გარშე ტოვებს.
მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ხელშეკრულების ვადა სექტემბერში ამოიწურა.
ადგილობრივები “ტვ პირველთან” ამბობენ:
“ყველას აქვს უფლება, ჩამოვიდნენ, ააშენონ, თურქებმა, რუსებმა და ჩვენ გლეხმა ხალხმა არ შეგვიძლია, რომ ავაშენოთ, გავალამაზოთ? გადასახადებს ვიხდით…”
“ჩვენი შექმნილი ხარჯებით, მოვიდნენ, იმ საპირფარეშოსაც, იმ წყალსაც, იმ ყავასაც, იმ იმერულსაც, მივართმევთ, პატივს ვეცემით, სადმე თუ კიდო გადასახედებია გადავიხდით, შენ, მოდი, დაშალე და წადი სახლში, სად წავიდე?”
კომენტარები