ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:
“Re: “ენჯიოები კარგები ვართ, პოლიტიკოსები არ ვარგიან”.
პოლიტიკურ სპექტრს რომ ვაკრიტიკებ, ეს იმას კი არ ნიშნავს რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე ვარ უკეთესი აზრის.
პარტიები ბევრად უფრო განვითარებულები არიან ჩვენთან, ვიდრე სამოქალაქო ორგანიზაციებად წოდებული ბიუროკრატიები.
გაცილებით მეტი ბმა აქვთ ხალხთან პარტიებს ვიდრე დონორზე დაცენტრილ NGO-ებს.
ბოლობოლო მაგათ აძლევს ხმას ამომრჩეველი და ვითვლით.
აი მაგალითად ევროპულ საქართველოს ყველაზე ცუდ ფორმაში 30 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა.
პოლიტიკური პროცესი კომპლექსური პროცესია და უამრავი აქტორისგან და ამ აქტორებს შორის ურთიერთობებისგან შედგება.
პარტიებს თავისი როლი აქვს ამ ჯაჭვში, სამოქალაქო, მედია, კულტურულ ორგანიზაციებს თავისი – ეს ჯაჭვი უნდა გაჯანსაღდეს, გაიმართოს იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესი გაჯანსაღდეს და გაიმართოს.
ამისთვის პოლიტიკურ, სამოქალაქო, მედია და კულტურულ ელიტას სჭრდება ურთიერთნდობაზე და საერთო ღირებულებებზე დამყარებული თანამშრომლობა.
ასეთი თანამშრომლობის ჯაჭვს ქმნის ევროპული საქართველო, თავისუფლების ინსტიტუტი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და ტაბულა.
ოთხივე ორგანიზაცია ერთმანეთისგან დამოუკიდებელია და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებს შინაარსს, მაგრამ მათ შორის საერთოა ღირებულებები.
ჩვენნაირად ყოფნა ფასი ჯდება.
ჩვენნაირ ახირებულებს არ აქვთ ბევრი ფული.
მაგრამ აქვთ მარგი ქმედების ძალიან მაღალი კოეფიციენტი იმიტომ რომ ამ საქმეში მთავარი დრაივერი შინაარსი და ენთუზიაზმია.
საერთაშორისო დონორებიც კი ერიდებიან შარიანებში ფულის ჩადებას (ვინც შარლ მიშელს არ დაეთანხმება და ამერიკის ელჩსაც გააკრიტიკებს, თუ თვლის რომ მათი პოზიცია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაშია)
მაგრამ ეფექტის თვალსაზრისით, ასეთი ორგანიზაციები ცვლიან ამინდს.
2000-იან წლებში ყველა გამოკითხვაში თავისუფლების ინსტიტუტი არასამთავრობო ორგანიზაციის სინონომი ეგონათ.
ტაბულა ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელის ფულით გაჭყეპილ მედიებს ასტრალიდან გადმოსცქერის
(TI-ს მუტლფილმში რამდენი ფული დაიხარჯა დასავლელი გადასახადის გადამხდელის თქვენი აზრით? – მაგ ფულად ტაბულას შინაარსი დედამიწას 7 წრეს დაარტყამდა :))
მაგრამ, ეს მოცემულობაა – ამაზე წუწუნი არ ღირს! ეს არის ფასი, რასაც თავისუფლებაში იხდი – იმდენ ფულს არ გისხამენ, რომ გაზულუქდე და ხელფასის გამო მოვიდეს შენთან ხალხი და არა იდეის გამო (ასეთი ხალხი ნაკლებად ეფექტურია), მაგრამ სამაგიეროდ მნიშვნელობით და გავლენით აკომპენსირებ.
დიახ, აქ უნდა ირბინო ძალიან სწრაფად რომ ერთ ადგილას დარჩე – მაგრამ ორჯერ სწრაფად უნდა ირბინო, თუ გსურს ერთი ადგილიდან, მეორეზე მიხვიდე”
კომენტარები