2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე. ძირითად ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა. მომხსენებლის ინფორმაციით, ბიუჯეტის ცვლილებები განახლებულმა მაკროეკონომიკურმა პარამეტრებმა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა განაპირობა. მისივე განცხადებით, საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად,
დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 300 მლნ. ლარით იზრდება შემოსავლების ნაწილი, რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს – ეს სეგმენტი 297.4 მლნ. ლარით იზრდება, რაც ძირითადად კოვიდთან დაკავშირებულ ჯანდაცვის ხარჯებზე ნაწილდება.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 376 მლნ. ლარით იზრდება. ასიგნებები 60 მლნ. იზრდება თავდაცვის სამინისტროსთვის, რაც სამინისტროს წინაშე აღებული ვალდებულებების დაფინანსებას მოხმარდება.
ცვლილებები საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილ დაფინანსებასაც ეხება, რომლის ბიუჯეტიც 12 მლნ. ლარით მცირდება.
კომენტარები