ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი – განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმიანისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
პრემიერი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევვა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. კონკრეტულად ჯარიმას ფიზიკურ პირზე 3000 ლარი იქნება. იურიდიულ პირზე კი 15 000 ლარი.
გახარიას განცხადებით, იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამ წლამდე ვადით.
პრემიერის თქმითვე, სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგმარეობის რეჟიმის დაცვის მიზნით, უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღოსნიძიებები.
“როგორც იცით, ზოგიერთი ეს ქმედება უკვე შემოღებულია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ ქმედებებს მთავრობის მხრიდან ჰქონდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. მას შემდგომ, რაც პრეზიდენტი დაეთანხმება გადაწყვეტილებას და ეს იქნება დამტკიცებული პარლამენტში, ამ ქმედებებს ექნება სავალდებულო ხასიათი“, – თქვა გახარიამ.
კომენტარები