ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ისრაელი საგანგებო სიტუაციის ზღვარზეა მას შემდეგ, რაც ისრაელში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
„ამჟამად საგანგებო სიტუაციის ზღვარზე ვიმყოფებით. ყველას ვთხოვ, მოემზადონ და სრულად ჩაერთონ მუშაობაში. ახალი ვარიანტი უფრო გადამდებია და ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ შტამი“. ისრაელის ხელისუფლება თვალყურს ადევნებს სამხრეთ აფრიკიდან მონაცემებს, რათა მეტი გაიგოს ახალი შტამის შესახებ, მათ შორის არის თუ არა ის რეზისტენტული არსებული ვაქცინების მიმართ” – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.
ისრაელში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შტამით ინფიცირებული პირი ისრაელის მოქალაქეა, რომელიც სამშობლოში მალავიდან დაბრუნდა.
კომენტარები