“დარჩი სახლში”, კლიპი “კორონავირუსის წინააღმდეგ” – “ოცნების” მხარდამჭერი მომღერლების მიერ შესრულებულმა სიმღერა გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა. კლიპში მონაწილეობენ, ნინი ქარსელაძე, ბორის ბედია, სოფო ბედია, სოფო ბედიას ქმარი, თემურ თათარაშვილი და ქართული ესტრადის სხვა მომღერლები.
“ახლა კი სერიოზულად..
ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს და რის გამოც ეს კომენდანტის საათია გამოცხადებული, დგანან და იმის გამო სიმღერებს წერენ და კლიპებს იღებენ.
საგანგებოდ აფრენთ თუ კორონობანას თამაშობთ?”
“იმ ცენტრალურ უნიჭობას ეს ზუგდიდური კლიპი (თუ რაცაა) აშკარად კი ‘ჯობია’, მაგრამ რა კლიპები აგიტყდათ?!
არათუ ჯერ არ დაგვიმარცხებია ვირუსი, ჯერ მისი გავრცელების პიკიც არ დამდგარა და რა დროს ტაშფანდური და კლიპებში ჩინოვნიკების მარიაჟობაა?” – წერს ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია.
კომენტარები