გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოში თავდამსხმელი 1974 წელს დაბადებული სამხედრო ნოდარ ათუაშვილია.
ნოდარ ათუაშვილის მეზობელი ჟურნალისტებთან ჰყვება, რომ მამაკაცი სართულით ქვემოთ ცხოვრობდა, მარტო ცხოვრობდა, თავისი ბინიდან ისროდა. მამაკაცი ამბობდა, რომ ხედავდა ეზოში დახოცილ ადამიანებს, მისი თქმით, ამ ეზოში, 4 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა, მამაკაცი სხვა ეზოებშიც ისროდა. ათუაშვილის მეზობელი ჰყვება, რომ თავდამსხმელი ესროდა ყველას, ვინც ეცდებოდა მიახლოებოდა დაჭრილებს ან დახოცილებს, მათ შორის, ექიმებსაც კი გაუხსნა ცეცხლი.
“ბოლოს გავიგონე 7-ჯერ ისროლა და მერე უკვე გაჩერდა სროლა და დაიძრა სპეცრაზმი” – ამბობს ის მედიასთან.
ნოდარ ათუაშვილი საერთაშორისო მისიებში მონაწილეობდა და ამის დამადასტურებელი მედლები სოციალურ ქსელშიც აქვს გამოქვეყნებული
კომენტარები