საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე მ გამოთქვამს, ირაკლი კობახიძესთან საზოგადოებრივ მაუწყებელზე საჯარო დისკუსია გამართოს:
,,მე მზად ვარ დავჯდე თქვენთან ერთად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გავმართო საჯარო დისკუსია. მგონი, კარგად მიცნობთ და ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ჩემს გულწრფელობაში. თუ რაიმე შედეგს მიაღწია ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციის გზაზე, მოკრძალებული წვლილი მეც მიმიძღვის. ამასთან, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ და არც ძალაუფლებისთვის ვიბრძვი.”
შეგახსენებთ, კობახიძემ განაცხადა:
ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს, რომელმაც სხვანაირად გაიგო, რაც ჩვენგან ითქვა, ვთავაზობთ მობრძანდნენ და გავმართოთ გნებავთ საჯარო ან არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას
კომენტარები