ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლება ქართული ოცნების მხრიდან პროტესტთან დაკავშირებული რეპრესიების გაგრძელებაა – განცხადებას ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ავრცელებს.
საიაში ამბობენ, რომ დოიაშვილის გათავისუფლება ქართული ოცნების მორიგი მცდელობაა, კონტროლი დაამყაროს სახელოვნებო სფეროზე და გაათავისუფლოს თანამდებობიდან ყველა, ვინც არ არის პარტიულად ლოიალური:
რეჟიმმა ყოველდღიურობად აქცია სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი კადრებისგან წმენდა, რითაც ცდილობს ქვეყანაში მიმდინარე ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას, ადამიანების დაშინებას და დამორჩილებას.
საია აღნიშნულ ფაქტს აფასებს, როგორც ქართული ოცნების მორიგ მცდელობას, კონტროლი დაამყაროს სახელოვნებო სფეროზე და გაათავისუფლოს თანამდებობიდან ყველა, ვინც არ არის პარტიულად ლოიალური.
ეს არის შემოქმედებითი თავისუფლების ცენზურა.
საია მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილს და ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობებს”. – წერია განცხადებაში.
კომენტარები