ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი შეხვედრის შემდეგ, გადაწყვეტილებების მისაღებად 2 კვირიან ვადას ასახელებს.
შარლ მიშელი:
“საიდუმლო არ არის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გამყარებისა და გაღრმავების გასაღები არის ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა. მნიშვნელოვანია, კორფუციის წინააღმდეგ ბრძოლა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, საარჩევნო რეფორმის გატარება, თითოეული ეს თემა არის ძალიან რთული. ასოცირების ხელშეკრულება არის მნიშვნელოვანი ხელსაწყო, იმისათვის, რომ საქართველო გახდეს უფრო ძლიერი და ჰქონდეს უფრო მეტი კეთილდღეობა. ჩვენ ვცდილობთ, აქტიურად წარმოვაჩინოთ ჩვენი ჩართულობა, დიალოგის მაგიდასთან მოვიტანოთ სხვადასხვა ვარიანტები, გადავდგათ ნაბიჯები სწორი მიმართულებით და ვნახოთ გამოსავალი რთული სიტუაციიდან. უახლოესი დღეების და კვირების განმავლობაში აუცილებელია, რომ ყველა პოლიტიკური მხარე მუშაობდეს ამაზე, რათა გაჩნდეს შესაძლებლობები და დავინახოთ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რა პროგრესი ექნება სახელმწიფოს.”
შეგახსენებთ, შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საღამოს 20 საათზე დაიწყო. “ოცნებიდან” მას პრემიერი ღარიბაშვილი ესწრებოდა. დიალოგი სწორედ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო.
კომენტარები