CNN ავრცელებს ინფორმაციას 177 გვერდიანი დოკუმენტის, ე.წ. ვუჰანის ფაილების შესახებ, რომელიც ნათლად გვაჩვენებს, თუ რა იცოდა სახელმწიფომ ვირუსის შესახებ და როგორ მოქმედებდა მასთან საბრძოლველად.
საიდუმლო დოკუმენტი ჰუბეის მთავრობის მიერ დაშვებულ ისეთ შეცდომებს წარმოაჩენს, როგორებიცაა საჭირო ღონისძიებების არდაფინანსება, მომუშავე პერსონალისა და საჭირო აპარატურის უკმარისობა და ა.შ.
„მათ არამხოლოდ გაურკვეველ ვირუსთან გამკლავებისას დაუშვეს შეცდომები, არამედ პოლიტიკური მოტივებით განპირობებული მიზეზებითაც მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში დაიწყეს ტყუილების გავრცელება.
ჰუბეის პროვინციის ადგილობრივი ჯანდაცვის სამართველოს მოხსენებაში სახელწოდებით – „შიდა/საიდუმლო დოკუმენტი, შეინახეთ კონფიდენციალურად“, 10 თებერვლისთვის, 5918 დადასტურებული ახალი შემთხვევა იყო აღნიშნული, რაც თითქმის, 2-ჯერ უფრო მეტია ვიდრე, ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რომელიც 2478 შემთხვევას ითვლიდა.
დოკუმენტის მიხედვით, დაახლოებით 23 დღე დასჭირდა ვირუსის გავრცელებისას სახელმწიფო ორგანოებს მის დასადგენად, ვინაიდან შესაბამისი აღჭურვილობა რთულად გამოყენებადი და მოძველებული იყო. პროგრამა მხოლოდ 7 მარტს გაიმართა და ამავე დღესვე ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევების 80% გამოვლინდა“.
კომენტარები