“ჯორჯიან ეარვეისმა” არ გასცა კითხვას პასუხი, ვინ გამოიყენა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი, კერძო ვიზიტებისთვის. ავიაკომპანიამ, რომლის ერთ-ერთი მთავარი დამკვეთი სახელმწიფოა, ოპოზიციონერ დეპუტატს მისწერა, რომ მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია “სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოა”.
სრულდებოდა თუ არა სამთავრობო ხომალდით კომერციული ფრენებიც (რა შემთხვევაში, ვის შეუძლია ამ სერვისით სარგებლობა და რა წესებით ხელმძღვანელობს ავიაკომპანია);
რა შემთხვევაში შეუძლია ავიაკომპანიას სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენება კომერციული მიზნებისთვის (როგორია ამ თვითმფრინავის გამოყენების ზოგადი წესი, ვისი მიმართვა უნდა არსებობდეს);
რამდენი კომერციული ფრენა აქვს შესრულებული ავიაკომპანიას სამთავრობო ბორტით, რომელი ქვეყნების მიმართულებით, ვისი დაკვეთით და რა შემოსავალი მიიღო,” – ეს კითხვები მიწერა აქუბარდიამ ავიაკომპანიას.
დეპუტატის პასუხად კი “ჯორჯიან ეარვეისმა” მიწერა, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს.
პასუხად გაცნობებთ, რომ წერილში მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო და კომერციულ საიდუმლოებას, რის გამოც მოკლებული ვართ შესაძლებლობას დავაკმაყოფილოთ თქვენი თხოვნა”, – აღნიშნულია დეპუტატის საპასუხო წერილში.
კომენტარები