ჟურნალისტი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ქართულ ოცნებას” აქვს დილემა – ხელი შეუწყოს სასულიერო ხელისუფლების თავგასულობას და შემდეგ შედეგების გამო მაქსიმალურად შეასუსტოს საქართველოს ეკლესიის რეიტინგი და ძალაუფლება (თუ ეკლესია გახდება აქტიური პანდემიის მიზეზი), თუმცა, ეს ინტერესი ასევე რისკებს მოიცავს, რადგან პანდემიის აფეთქების შემთხვევაში საერო ხელისუფლების მდგრადობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, კიდევ ერთი ნაწილი დილემისა, არის ხელისუფლებამ გამოიყენოს სამართლებრივი უფლებამოსილება და მკაცრი აკრძალვების რეჟიმი დააწესოს მორწმუნეთა ცხოვრების მიმართ, რაც ასევე დაკავშირებულია საერო ხელისუფლების რეიტინგსა და მდგრადობასთან.
ასე, რომ საინტერესოა რომელს აირჩევს “ქართული ოცნების” ხელისუფლება – წავა “ვა ბანკზე”, დაელოდება როდის აფეთქდება ეკლესიებში ვირუსის თემა, ეკლესიას გამოიყენებს მაქსიმალურ “განტევების ვაცად” იქაც, სადაც არ არის დამნაშავე… თუმცა, არავინ იცის, შემდეგ როგორ გაუმკლავდება პროცესებს… ან კიდევ პირდაპირ გადავიდეს სასულიერო ხელისუფლებასთან ბრძოლის რეჟიმზე, თუმცა აქაც, ცხადია, დიდი რისკია იმისა, რომ მდგრადობა თუ არსებული რეიტინგი შეინარჩუნოს.”
კომენტარები