ანალიტიკოსი ნიკოლოზ ლოლაძე:
“ აშშ-დან ევროპისკენ მოემართება სამხედრო ესკადრა, რომლის სათავეშიც ატომური ავიამზიდი “ჯერალდ ფორდია” – მის გემბანზე 90 თვითმფრინავი და ვერტმფრენია განთავსებული, მათ შორის რამდენიმე უახლესი F-35С გამანადგურებელი. გემები, მათ შორის სარაკეტო კრეისერი, მოიერიშე ბირთვული წყალქვეშა ნავი და რამდენიმე საესკადრო ნაღმოსანი ნოემბერში ბრიტანულ პორტსმუტში განთავსდებიან.
ეს იქნება ევროპაში განლაგებული ზომით მეორე ამერიკული ესკადრა. აგვისტოდან ხორვატიის ნაპირთან უკვე დგას აშშ-ს ავიამზიდი “ჯორჯ ბუში”, რომელიც ახლახან იენს სტოლტენბერგმა მოინახულა.”
კომენტარები