ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი:
,,საჯარო აღსარება
ხმის მისაცემად რომ წავედი, გზაში ვფიქრობდი, ორშაბათს რა სინდისით მივიდე გადაცემის წასაყვანად-მეთქი. რამდენჯერმე ისიც გავიფიქრე უარი თავად ხომ არ მეთქვა, იმდენად მრცხვენია, მაგრამ გუშინ ის მომენტი დამიდგა, როცა სხვაგვარად მოქცევა არ შემეძლო – 41 გავაფერადე.
საბოდიშო ესემესების გაგზავნას, ბატონ დათოსთან, ირმასთან, ასე საჯარო სინანული ვარჩიე, ალბათ, გულზე ცოტათი მაინც მომეშვება.
თუ კი რაიმე სიკეთე გამოდნა ჩემი გადაცემებიდან, ჩემი საქმიანობიდან, ამაში ლომის წვლილი აქვს ბატონ დავით თარხან-მოურავს, ირმას. იმაზე აღარაფერს ვამბობ, ჩემი ოჯახისთვის კრიტიკულ მომენტში რომ თანადგომა აღმოგვიჩინეს, თან არაერთხელ. აი, ამ ორი ფაქტორის გამო მრცხვენია, მაგრამ გულმა და გონებამ ისე მოქცევა მიკარნახა, როგორც ეს გუშინ გავაკეთე.”
კომენტარები