საჯარო მოხელეების ამბოხება – “პირველების” ინფორმაციით, ცოტახნის წინ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორი, გიორგი კობიაშვილი და უწყებაში დასაქმებულები, რომლებიც სხვადასხვა პოსტების იძულებით გაზიარებასა და მოწონებას აპროტესტებდნენ.
“პირველებს” წყარო აწვდის ვიდეოს, რომელზეც კონფლიქტია ასახული. ერთ-ერთი თანამშრომლის ცნობით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, კონფლიქტის მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ უწყებაში დასაქმებულები პარტიულ დავალებებზე ჰყავთ გაგზავნილი, რის გამოც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს კადრები არ ჰყოფნის.
“ასეთი გინება არის ზედმეტი. არავის არ მოვუთმენ” – ისმის ვიდეოში.
კახი კალაძის განცხადებების მოწონების კამპანიაში ასობით საჯარო მოხელე იძულებით და ტერორით ჩართეს. შიდა მიმოწერამ გამოჟონა ბაღებიდანაც. დგინდება, რომ მასწავლებელს სოციალურ ქსელში აიძულებენ მოიწონონ, გააზიარონ, ან გული დაუწერონ კახი კალაძის განცხადებას რუსული კანონის შესახებ.
კონტროლდება თითო რეაქციაც. ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ კამპანიაში ჩართვაზე, მათ ვინაობას სათითაოდ ადგენენ და დავალების შესრულებას მაინც სთხოვენ.
კომენტარები