ქართული ოცნების წევრი, ქართული ოცნების შტაბის ყოფილი უფროსი პორტუგალიაში, ირაკლი ბარამიძე:
“საჯარო მოხელეებმა ცოტა ჩამოქაჩეთ თქვენი სლავა უკრაინე ვნებები და თქვენი შეფარული მოწოდებები დღეს მიტინგზე გათრევის, თორემ ჩვენ არ გვძინავს, თქვენი თანამდებობები მავანთ სულ სალომე სამადაშვილის კვერცხზე გვკიდია !”
ირაკლი ბარამიძე, კომენტარებში წერს:
დაგვთლით დღეს არ ინერვიულოთ
ზუსტად ვიცით რასაც ვბედავთ! ვისაც არ უნდა ჩვენთან მუშაობა გაასხან საჯარო სამსახურებიდან!
რას გამოხატავენ ჩვენი საჯარო მოხელეები? ჩვენ გუნდი არ გადის აქციაზე, არის ნაცების აქცია და თუ უნდა შეუერთდნენ, მაშ შეუერთდნენ პოლიტიკურადაც, გამოხატონ თავისუფლება, ოღონდ ჩვენი გუნდის სახელით არა!
გეფიცები ყველა საფიცარს თუ ერთერთი მოწინავე არ ვიყო ვისაც ევროპა უნდა, უკრაინის ომს რაც შეეხება მალე მინდა დასრულდეს, ოღონდ მაიმუნები არ მევასება არსად, არც ოცნებაში, არც ნაცებში და არც არსად… გინდა გადი აქციაზე, ოღონდ საქართველოს მგავრობას რომ წარმოადგენ და დღევანდელ აქციას უჭერ მხარს ეს ამიხსენი როგორ ჯდება და ხმას არ ამოვიღებ დავდუმდები
რამდენიმე დღის წინ, ირაკლი ბარამიძე, ასევე სოციალურ ქსელში, წერდა:
“საქართველოს გაუმარჯოს
დედაც @@@@@ან ევროპარლამენტარების!
ასე რომ, საქართველო უპირველეს ყოვლისა!”
დიდი ალბათობით, საგამოძიებო უწყებები არ დაინტერესდებიან საჯარო მოხელეებისადმი გავრცელებული მუქარებით, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კეთილს ინებებს და დაინტერესდება, “ალია” მასალას ვურთავთ სქრინებსაც:
ცნობისთვის, 2019 წლის 7 ივლისს, მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა, რუსთავი 2-ის წინ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები არხის დახურვას მოითხოვდნენ და შენობაში შეჭრაც კი სცადეს.
გამოცემა “ტაბულას” ინფორმაციით, აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი იყო ირაკლი ბარამიძე.
ტაბულას ცნობით, ირაკლი ბარამიძე პორტუგალიაში “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელი იყო. 2014 წელს ის საქართველოში დაბრუნდა.
ტაბულას ინფორმაციით, ბარამიძეზე ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე პორტუგალიაში ძებნაა გამოცხადებული. წყარო ყვება, რომ ბარამიძე პორტუგალიაში მცხოვრებ ქართველებს ატყუებდა და საბუთების მომზადებაში უწევდა დახმარებას. 2014 წელს პორტუგალიაში მსგავსი საბუთებით 27 ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის ბარამიძის პარტნიორები. თავად ბარამიძე ამ დროს საქართველოში იმყოფებოდა, რადგანაც მის კანდიდატურას მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი კონსულის თანამდებობაზე განიხილავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც საგარეო უწყებამ საელჩოდან წერილი მიიღო, მისი კანდიდატურა გამოირიცხა.
ტაბულას ცნობით, რომ ბარამიძე აქტიურად თანამშრომლობდა და მეგობრობდა პორტუგალიის უშიშროების სამსახურის (SIS) ყოფილ თანამშრომელთან, ფრედერიკო კარვალაოსთან, რომელიც 2016 წელს რუსეთთან ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და 2018 წელს გაასამართლეს კიდეც. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კარვალაო რუსეთს ნატოსა და ევროკავშირზე არსებულ კლასიფიცირებულ დოკუმენტებს რუსეთს გადასცემდა. ინფორმირებული წყარო გვიყვება, რომ ირაკლი ბარამიძე პორტუგალიაში მცხოვრებ ქართველებს საბუთებს სწორედ მისი დახმარებით უყალბებდა.
კომენტარები