პედაგოგი, ჟურნალისტი, როლანდ ხოჯანაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“აქ, საჯაროდ ვწერ, რომ არსებობს ვაკანსიები საგნობრივი ექსპერტებისთვის, ხელფასი 1500-1800 ლარია, მაგალითად, მუსიკის ექსპერტის დაახლოებით 70 ვაკანსიაზე მხოლოდ 11 განაცხადია! ამოვწყდით მაგისტრი და მაგისტრთან გათანაბრებული მუსიკის პედაგოგები თუ რა დაგვემართა?! ქართულისთვის ვყოჩაღობთ, 120-მდე განაცხადია! ცოტა ხელი და ტვინი რომ გავანძრიოთ, არ სჯობს სხვების დამოძღვრვას?! მორჩით წუწუნს და აკეთეთ საქმე! რა ვიცი, აქ ვისაც არ უნდა ჰკითხო, ათიდან 17-ს მაინც აქვს ზეუმაღლესი განათლება და რაღა ახლა ვართ საბავშვო ბაღის დამამთავრებელი ჯგუფიდან გამოყრილები?!”
კომენტარები