მთავრობა პარლამენტის ნებართვის გარეშე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესების უფლების გახანგრძლივებას ითხოვს. საქმე ეხება ჩანაწერს ჯანმრთელობის შესახებ კანონში, რომელიც, შეზღუდვების შემოღების შესაძლებლობას აძლევს მმართველ გუნდს პარლამენტის თანხმობის გარეშე. კანონი თავიდან 6 თვით იყო ძალაში, შემდეგ კიდევ 6 თვით გაუგრძელდა მოქმედება და როგორც ჩანს, ამჯერადაც 6 თვით დაიტოვებს ხელისუფლება კანონით სარგებლობის უფლებას.
სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენი ჯანმრთელობა დაცული უნდა იყოს, ახალი კანონის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვაში შეზღუდვები მოიაზრება. ვერავინ მოიფიქრა, კანონით განისაზღვროს შეზღუდვების შემოღება კი არა, დროული ვაქცინაციაა იმ ვაქცინით, რომელმა ვაქცინამაც ძლიერი მარეგულირებელი კომისიების რეგისტრაცია მიიღო! მივცეთ ვადა მთავრობას, როგორც ჩვენგან ითხოვს ვადებს, შემოიტანოს ვაქცინა, ან გადადგეს და ეს განისაზღვროს კანონით.
პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ შეზღუდვების გახანგრძლივების მოთხოვნა არაკონსტიტუციურია.
“ეს არის ამორალური და არაკონსტიტუციური. ასეთი უფლებამოსილების გადაცემის შედეგად მივიღეთ უამრავი პრობლემა. თუ ჩემი კოლეგები ამას მხარს დაუჭერენ, ბარემ სრული უფლებამოსილება მივცეთ მთავრობას,”-აღნიშნა რაქვიაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო აცხადებს, რომ პანდემია სწორად და ოპერატიულ რეაგირებას საჭიროებს.
“დიდი იმედი მაქვს, რომ მთავრობას ოპერატიული რეაგირებები ექნება. პანდემია მიმდინარე პროცესია, რომელიც საჭიროებს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებებს. ზოგჯერ საჭიროა, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე საათშიც კი იყოს მისაღები,”- აღნიშნა სერგეენკომ.
გასული წლის მაისში, “ალიამ” ექსკლუზიურად მოგაწოდათ იმ კანონპროექტის დეტალებს, რომელი კანონპროექტიც პრემიერმა გახარიამ 15 მაისს დააანონსა და დღეს უკვე პარლამენტში შევიდა, კანონპროექტის ავტორები კი არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე არიან.
კომენტარები